უკრაინის დაზვერვა მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში თავდასხმას ეხმაურება. დაზვერვის თქმით, მომხდარი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.
"ეს არის პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია, რის შესახებაც გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება. კრემლის ტირანმა საკუთარი კარიერა ამით დაიწყო და სურს, დაასრულოს იგივე დანაშაულებით საკუთარი მოქალაქეების მიმართ", - აცხადებს უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი.
მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში ავტომატიდან ცეცხლი, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა გახსნა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 40 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
დაშავებულთაგან 21 საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან, ამ დროისთვის, მიაკინინოს სადგურზე უსაფრთხოების დამატებითი ძალები ჩართულია, მეტროში კი მგზავრთა შემოწმება მიმდინარეობს.